მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO)-საერთაშორისო
ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2005 წლის 15 დეკემბრისთვის მასში გაერთიანებული იყო 149 ქვეყანა. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.
2012 წლის 22 აგვისტოს, 19 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო სავაშრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის
WTO-ს ძირითადი ფუნქციებია:
სამართლებრივი ბაზის შემუშავება ვაჭრობაზე მოქმედი ბარიერების მართვისა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით;
მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა;
ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დავების მოგვარება;
WTO-ს წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა;
მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий