საერთაშორისო ორგანიზაცია შედგება 9 ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი,
ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა,
სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი,
უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.
2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირება უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий